დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, მოადგილე მინდია ჟღერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რეკრეაციული სივრცეების შექმნა. ამ პრიორიტეტის ფარგლებში ჩვენ არაერთ სოფელში განვახორციელეთ სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა დავით შარაშიძემ.

სამუშაოების ღირებულებამ 480 189 ლარი შეადგინა და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.