ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1  სკოლა, გათვლილი იქნება 300 მოსწავლეზე და სრულად მოერგება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ტენდერის პირობების თანახმად, პროექტის ფარგლებში  უნდა მომზადდეს საჯარო სკოლის  განახლების გეგმა,  რაც მოიცავს შენობის რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებას.

საზანოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პირობების შექმნას და შენობის  ადაპტირებას თანამედროვე სასწავლო პროცესის საჭიროებებზე.