ბათუმის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. დღეს, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, ტრაგედიისას დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პარაკლისს დაესწრო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პარაკლისს დაღუპულთა ოჯახის წევრები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
2021 წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა