დაბა სურამის ცენტრალურ სკვერში მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნო.

მულტიფუნქციური ცენტრი სურამის ყოფილი კინოთეატრის შენობაში განთავსდება. კინოთეატრი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო. ამჯერად, შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რეაბილიტირებული ცენტრი სამუსიკო სკოლას და სურამის ბიბლიოთეკას გააერთიანებს. აქვე იქნება სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც. განახლებული შენობა სურამის ცენტრს ახალ ხიბლსა და სიცოცხლეს შემატებს.

დაბა სურამის ცენტრალურ სკვერში მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოებს მთლიანად მუნიციპალიტეტი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 1 941 000 ლარს შეადგენს.