დაკითხვაზე მიბარებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური პოლიცია. როგორც მოწმეს, ნამდვილად არაფერი მაქვს სათქმელი - მოწმის ჩვენება ვერ იქნება საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული დასკვნები. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების"ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სასამართლოში გავცემ კითხვებს პასუხს - დრო და თარიღი ჯერ არ ვიცი.
მინდა იცოდეთ, რის თქმას ვაპირებ, რადგანაც უბინძურესი კამპანია ააგორეს სიმულანტმა „რევოლუციონერებმა“, თითქოს მე ვაჭერინებ ბაჩო ახალაიას.
მე ვაპირებ იმის თქმას, რაც არაერთხელ მითქვამს:
დამხობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ არსებობს!
არსებობს უკიდურესად უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანების აფერა!
არანაირი საფუძველი არ გააჩნია სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას - რაც ათობით ადამიანს აქვს წარდგენილი და თავისუფლება აღკვეთილი.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას საკითხს, კონკრეტულად ამ აფერაში მის ჩართულობას და მასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას ნაცმოძრაობაში - ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი იგივე დასკვნას გამოიტანდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან - უპირველესად, ლევან ხაბეიშვილის, ანი ნადარეიშვილის და თინა ბოკუჩავას განცხადებებიდან და ამ განცხადებების კომენტარებიდან.
როგორც მოწმეს, სათქმელი არაფერი მაქვს.
როგორც პოლიტკოსი, აუცილებლად მივიჩნევ ამ ტოტალური უპასუხისმგებლობის მხილებას, რადგან ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოა, რომ მსგავსი ავანტიურები მომავალში მაინც ავირიდოთ თავიდან, რათა ივანიშვილის რეჟიმი რეალურად (და არა ილუზორულად) მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, თამარ ჩერგოლეიშვილი განაცხადა: ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ამაზე "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებაც იყო, მიხეილ სააკაშვილთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია