შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1997 წელს დაბადებული ი.ვ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თანხას, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებს, რომლის ღირებულებამ ჯამში 10 000 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.ვ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.




