შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ძარცვის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე მუქარის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.