თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ახალგაზრდა მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა.
შემთხვევის ადგილზე მისულ თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1709 ბრიგადას მძიმე სურათი დახვდა - უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი არ სუნთქავდა და პულსი არ ესინჯებოდა. როგორც თვითმხილველებისგან გაირკვა, სამსახურში მიმავალმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაჩერებაზე მოულოდნელად გონება დაკარგა.
ბრიგადის წევრების მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია და მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანიფიბრილაციის მართვა.ექიმი ლელა ჩუბინიძე იხსენებს, რომ დეფიბრილაციის შემდეგ პაციენტს სუნთქვა და გულის მუშაობა წამიერად აღდგა, თუმცა მალევე განმეორდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია და ბრიგადის წევრების მიერ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაცული ღონისძიებების შედეგად, დაახლოებით 45 წუთში მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა და ბრიგადამ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაიწყო.
ჰოსპიტალიზაციის პერიოდში პაციენტის მდგომარეობა ისევ გაუარესდა და კლინიკის ეზოში შეყვანისას გულის გაჩერება კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის და კლინიკის ექიმების კოორდინირებულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, პაციენტის გულის მუშაობა კვლავ აღდგა და მისი მკურნალობა გაგრძელდა კლინიკაში.ექიმმა ლელა ჩუბინიძემ რამდენჯერმე მოიკითხა მის მიერ გადარჩენილი პაციენტი. ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და კლინიკიდანაც გაეწერა.ექიმი ლელა ჩუბინიძე უკვე 20 წელზე მეტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია
ექიმი ლელა ჩუბინიძე; უმცროსი ექიმი ოთარ ოთარაშვილი; მძღოლი მერაბ ჯიქიძე - წერს სოციალურ ქსელში "შენი სიცოცხლის გადასარჩენად".




