ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს, როცა შიდა პოლიტიკურ პროცესებს გაერიდნენ და ყველაფრის რევოლუციურ რელსებზე გადაყვანა გადაწყვიტეს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს პირწმინდად მოიგებს.

„„პატრონებმა“ თავის აგენტურაში ვითარება ისე არიეს, რომ ამის დალაგებას ვეღარ ახერხებენ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებს პირწმინდად მოიგებს, რადგან საწინააღმდეგო ქმედებებს ვერ განახორციელებენ. ოპოზიციის ნახევარი იბრძვის, ვითომ რევოლუციური ფონი შექმნას და ამბობს, არჩევნები არალეგიტიმურიაო. მეორე ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, მაგრამ მათ არავითარი პოლიტიკური რესურსი არ აქვთ. ისეთი ვითარება შექმნეს, რომ საქართველოს ისტორიაში თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მარტივი იქნება. ეს ჩვენი ბრალი არ არის, მათი შეცდომების ბრალია და შედეგებსაც მალე ნახავენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა