საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის გუშინდელ განხილვას არ ესწრებოდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

დეპუტატმა მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში უპსუხა.

უკადრებელი არ უნდა იკადრო ადამიანმა. სტუდენტობის დროიდან გვაქვს ურთიერთობა. ან იკითხე, რატომ არ ვარ, ან მე დამირეკე ბოლობოლო. ბიულეტენზე ვარ და საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. ექიმებმა მირჩიეს, თავი შემეკავებინა აქტიურობისგან. ვფიქრობ, არ დავუჯერო, შემაჯამებელი სიტყვისთვის ჩავიდე პროცესზე და ამნაირების გულის გასახეთქად ვთქვა ის, რაც საჭიროა. იმედია, შევძლებ." წერს - თენგიზ შარმანაშვილი "ფეისბუკში".