პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მსვლელობას შეუერთდა და მედიის რამდენიმე კითხვას უპასუხა.
კითხვაზე, როგორია ცოტნე ივანიშვილის პოზიცია, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალ ტალღას ითხოვენ?
„მგონი, უკვე კარგად დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომ ეს ყველაფერი მანიპულაციურია. ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება უკვე მტკიცედ დგას ამ ყველაფრის წინაშე და ყოველთვის დაიცავს სამშობლოს სუვერენიტეტს." - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა,




