წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს შენობის სრულ განახლებას, შეიცვლება სახურავი, განახლდება გარე ფასადი, ჩატარდება შიდა სარემონტო სამუშაოები, ასევე მოეწყობა და გამწვანდება ეზო.

როგორც მერმა აღნიშნა, რეაბილიტაციის შემდეგ ამავე შენობაში განთავსდება სამხატვრო სკოლაც, რის შედეგადაც შეიქმნება ერთიანი სახელოვნებო სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები თანამედროვე და კომფორტულ გარემოში შეძლებენ სწავლასა და შემოქმედებით განვითარებას.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.