წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე სოფელ საყულიაში დასასვენებელ სკვერში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სრულდება პატრიკეთისა და პირველი წყალტუბოს სკვერების მოწყობა, ხოლო სოფელ ტყაჩირსა და ყუმისთავში გარეგანათების ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.
მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, გაეცნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი იონა ჯოჯუა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2026 წელს მუნიციპალიტეტის 49 სოფელში 62 პროექტი განხორციელდა. სოფლებში მოეწყო სკვერები და ფანჩატურები, დაიგო შიდა გზები, მოწესრიგდა სასმელი წყლისა და გარეგანათების ქსელები, ასევე დამონტაჟდა ქუჩებისა და სახლების ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები