დღეს ჩემი აზრით სამი ფეხბურთელის დასახელება შეიძლება, რომლებსაც ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი აქვთ.  ესენი არიან : კვარაცხელია, ბაპე და კეინი. სხვა არავინ. ამ სამმა ფეხბურთელმა საუკეთესო სეზონი ჩაატარა. განსაკუთებით კი ჩვენმა კვარაცხელიამ საოცრად ითამაშა. და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა ის ფავორიტია და იმედი მაქვს, რომ ის მოიგებს. - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა

"ამ საკითხზე მკაფიოდ ვიტყვი ჩემს სათქმელს, რადგან ბევრი რამე წავიკითხე და ბევრი რამ მოვისმინე. ტრადიციულად მსოფლიო ჩემპიონატი წელს ოქროს ბურთის გამარჯვებული არის ის ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, როდესაც ის ინტერვიუ ჩავწერეთ, ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ოლისე იყო. იმ მომენტში როდესაც ინტერვიუ ჩავწერე. მაგრამ, ეს ფეხბურთია და ფეხბურთში ვერასდროს იქნები დარწმუნებული ყველაფერში. 

ინტერვიუს შემდეგ ოლისემ, სამწუხაროდ ჩემთვის, შეჯიბრების დარჩენილ ნაწილში და ფაქტობრივად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, ყველაფერი მთლიანად ჩააგდო. ამიტომ, ოლისე დღეს ოქროს ბურთის ფავორიტი ვეღარ იქნება. და რადგან წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ერთი გამოკვეთილი და საუკეთესო ფეხბურთელი არ არსებობს, უნდა შევხედოთ იმას, ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი საკლუბო სეზონში. 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამო, რა თქმა უნდა კვარაცხელია საუკეთესოა და კვარაცხელია ფავორიტია. 

დღეს ჩემი აზრით სამი ფეხბურთელის დასახელება შეიძლება, რომლებსაც ოქროს ბურთის მოგების რეალური შანსი აქვთ.  ესენი არიან : კვარაცხელია, მბაპე და კეინი. სხვა არავინ. ამ სამმა ფეხბურთელმა საუკეთესო სეზონი ჩაატარა. განსაკუთებით კი ჩვენმა კვარაცხელიამ საოცრად ითამაშა. და სწორედ ამიტომ, რა თქვა უნდა ის ფავორიტია და იმედი მაქვს, რომ ის მოიგებს. 

ეს არის ის, რისი თქმაც მინდოდა და სიტუაცია ნათელი გამეხადა. მაგრამ, აქ გაჩერება არ მინდა. მე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ უკვე თითქმის 6 წელია და ამ ხნის კვარაცხელია რამდენჯერმე იყო ნომინირებული წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე. ყოველ ჯერზე როცა მქონდა შესაძლებლობა ხმა მიმეცა და ჩემი არჩევანი დამეფიქსირებინა წლის საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელიას ვასახელებდი. მაგრამ, არასდროს მომისმენია - მადლობა ვილი, ძალიან კარგია. მაშინაც კი, როდესაც კვარაცხელია ამ კონკრეტულ ჯილდოს არ იმსახურებდა. 

ბოდიში რომ ამას ვამბობ,მაგრამ იმ ადამიანების მიმართ ვინც ასე მოიქცა და ბოლო 5 წლის განმავლობაში არაფერი უთქვამთ, ხოლო ახლა ამბობენ რომ ეს კარგი არ არის, მე ამას არაკეთილსინდისიერად მივიჩნევ. ეს ჩემი გულწრფელი აზრია.

მე ყოველთვის სამართლიანი ადამიანი ვარ. მე საუკეთესო არ ვარ. უშვებ შეცდომებს, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი ვარ, რასაც ვაკეთებ და რასაც ვამბობ. რა თქვა უნდა შეგიძლიათ იფიქროთ, არა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს. დიახ, მეც ასე ვამბობ - კვარაცხელიამ უნდა მოიგოს. მაგრამ, მაშინ სრულიად განსხვავებული კონტექსტი იყო და რაღაცის კონტექსტიდან ამოგლეჯა, შემდეგ ისტორიის შეთხზა, რაღაც ამბის შექმნა, ჩემთვის სრულიად უპატივცემულობაა. 

მე ყოველთვის ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა, არა საკუთარი თავისთვის, არამედ თქვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ეროვნული ნაკრებისთვის., ფეხბურთელებისთვის და ფედერაციისთვის. მე შემიძლია ყოველ დილით გავიღვიძო და საკუთარ თავს უთხრა: დიახ, შენ ყველაფერს პატიოსნად აკეთებდი და ყოველთვის ცდილობდი შენი მაქსიმუმი გაგეკეთებინა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია ეს ყველაფერი ძალიან უპატივცემულოდ." - განაცხადა ვილი სანიოლმა.  

თარგმანი News Makers

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის ნომინანტად ოფიციალურად დასახელდა!