უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იმუქრება, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მორიგ სანქციებს  რუსეთის წინააღმდეგ, თუ ბრიუსელი არ დაეხმარება უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენას, რომელიც შეჩერდა 1 იანვარს. - წერს reuters.com-ი

"მიუღებელია, რომ უკრაინა უარს ამბობს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის გატარებაზე ცენტრალური ევროპისკენ, რითაც იწვევს გაზის ფასების ზრდას, რაც თავის მხრივ ყველაფრის, მათ შორის საწვავის გაძვირებას იწვევს. ამიტომ, სხვა არჩევანი არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ძალიან სერიოზულად და მკაცრად ვთქვათ – თუ ისინი ამას არ შეცვლიან, ჩვენ სანქციებს გავაუქმებთ. ისინი თუ არ შეასრულებენ პირობებს, ჩვენ არა მხოლოდ დავაყენებთ სანქციების გაუქმების საკითხს, არამედ გავაუქმებთ კიდეც მათ“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინის ნაბიჯი ცენტრალურ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების თაობაზე და შედეგად ფასების ზრდა "მიუღებელია".
რუსული გაზის ექსპორტი უკრაინაში გამავალი მილსადენებით შეჩერდა ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. კიევმა უარი თქვა ახალ სატრანზიტო შეთანხმებაზე მოლაპარაკებაზე, რადგან მისი ომი რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ მესამე წლის ბოლოს უახლოვდება. - წერს reuters.com