„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა, „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა,“ რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.
როგორც ერთხელ პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა – „მშვიდობა არ არის ომის არ არსებობა“. ჩვენ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ვსაუბრობთ – თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის უფლებებზე. ცეცხლის შეწყვეტა პუტინთან არ იმუშავებს. მან 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა გასული ათი წლის განმავლობაში. რეალური მშვიდობაა გამოსავალი“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„რთული იქნება აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ ნებას, თავისუფლებას ან ჩვენს ხალხს. უკვე ვნახეთ, თუ როგორ შემოვიდნენ რუსები ჩვენს სახლებში და დახოცეს უამრავი ადამიანი. არავის სურს ოკუპაციის ახალი ტალღა. ჩვენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო სტრუქტურა ჩვენი მოკავშირეებისგან აშშ-ში“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს მინერალების შეთანხმების ხელმოწერაზე.
„ჩვენ მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ მინერალების შეთანხმებას და ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამაზე მეტი გვჭირდება. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სახიფათოა უკრაინისთვის. უკვე სამი წელია, ვიბრძვით, უკრაინელ ხალხს სჭირდება იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს გვერდითაა“, – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკის თქმით, ევროპა მზად არის გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის და მზადაა, გაუწიოს ფინანსური დახმარება უკრაინულ არმიას, „მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების განსასაზღვრად ამერიკის როლია საჭირო, თუ რა სახის, რა მოცულობის იქნება ის და როდის.“
„უსაფრთხოების გარანტიები როდესაც გვექნება, შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ რუსეთთან, ევროპასა და აშშ-სთან დიპლომატიაზე“, – წერს ზელენსკი.
We are very grateful to the United States for all the support. I’m thankful to President Trump, Congress for their bipartisan support, and American people. Ukrainians have always appreciated this support, especially during these three years of full-scale invasion. pic.twitter.com/Z9FlWjF101
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 1, 2025
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრა ნაადრევად დასრულდა.
ზელენსკიმ და ტრამპმა მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მწვავედ იკამათეს, რის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა დელეგაციამ, თეთრი სახლი დატოვეს. ასევე, გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენციაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა - პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის