უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ომს მხოლოდ ერთი მიზეზით განაგრძობს, მათ აქვთ ფული ბრძოლის გასაგრძელებლად. სწორედ ამიტომ, ზელენსკის აზრით, ყოველი სანქცია, რომელიც რუსეთს ზღუდავს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. 

"ყველა სანქცია, რომელიც ზღუდავს რუსეთს, ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას. ყველა იარაღი, რომელიც აძლიერებს უკრაინას, ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას. ყველა პოლიტიკური ქმედება, რომელიც რუსეთის იზოლირებას ახდენს, ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლს კონფლიქტის დასრულებაში.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მონდომებისთვის, რომ დაასრულოს ომი, და შეერთებული შტატების შესაბამისი ზეწოლისთვის, რუსეთში განწყობის ცვლილება უკვე იგრძნობა“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპასა და მსოფლიოს ყველა ქვეყანას, რომლებიც, აშშ-თან ერთად, უკრაინას უჭერენ მხარს.

თარგმანი საზოგადოებრივ მაუწყებელი