უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა სიგნალებზე, რომლებიც მიუთითებს აშშ-ს შესაძლო გასვლაზე უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან.

როგორც "ევროპეისკაია პრავდა" „ინტერფაქს-უკრაინაზე“ დაყრდნობით იტყობინება, მან ამის შესახებ შაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის სირთულეზე მიუთითა.

„წარმოიდგინეთ, ყველას ესმის, ტერიტორიების, სანქციების საკითხები - რამდენად რთული იქნება ეს. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან (ცეცხლის შეწყვეტა - რედ.), ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ რუსებთან მარტო დავრჩეთ“, - დასძინა მან.

ამავდროულად, ის დრაწმუნებულია, რომ ევროპა მათ  გვერდით იქნება, "რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია".

ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მათ შორის მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება.

იგივე პოზიცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა. - წერს გამოცემა.