ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე მშობლიურ სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო. მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებს, მერმა სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა ცხოვრების ახალ ეტაპზე.
მეთორმეტე კლასელთა ბოლო ზარის ღონისძიებებს ვახტანგ ღამბაშიძე, მოადგილე ზაზა ხვედელიძესა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შროშის და წევის საჯარო სკოლებშიც დაესწრო.
"მოხარული ვარ, რომ ბოლო ზარის ღონისძიებას ჩემს მშობლიურ სკოლაში დავესწარი. მთელი გულით ვულოცავ ყველა მეთორმეტე კლასელს სკოლის დამთავრებას. მათ წინ ახალი და საინტერესო გზა ელით, ახალი გამოცდილებებით და ურთიერთობებით და მინდა, წარმატებები ვუსურვო", - აღნიშნა მერმა.
ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს




