ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის გადასასვლელ ხიდზე ავტომობილში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
ცეცხლმოკიდებული ავტომობილი ადგილზე დაიწვა.
როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 188 - მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.