"გირჩი მეტი თავისუფლების"ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებ პენიტენციური დაწესებულებიდან. 

“კითხვა მაქვს, ან 2 კითხვა: 

1. რეჟიმმა რომ გვითხრას (და კანონშიც ჩაწერონ თვითნებურად) თუ იმ ე.წ ადგილობრივ არჩევნებში გინდათ მონაწილეობის მიღება, ყველა საკრებულოს წევრობის ან მერობის მსურველი უნდა გაგროზგოთ (20-20როზგი საჯაროდ), პასუხი მაინც ის იქნება, კონსტიტუციაში წერია ეს არჩევნები და ამიტომ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო? გააროზგინებთ თავს? 
თუ არსებობს რაღაც ზღვარი დაკავშირებული ღირსებასთან, თავმოყვარეობასთან, რომელსაც არ გადახვალთ არაფრის გამო? 


2. თუ არსებობს ასეთი ზღვარი, კიდევ რა უნდა გააკეთოს სისხლიანმა რუსულმა რეჟიმმა, რომ ეს ზღვარი გადალახულად ჩათვალოთ? დარჩა რამე? 


1 პასუხიც მაქვს:
მიუხედავად იმისა, ვინმეს სწორად მიაჩნია თუ არა ჩვენი გადაწყვეტილება რუსების დაგეგმილი ცირკის ბოიკოტირებაზე, იქეთ მხარეს დარჩა მხოლოდ საკრებულოს ადგილებისთვის ბრძოლა. მეტი არაფერი. არანაირი “დიადი მიზნები”. ეს არის ფაქტი. 


P.S აქვე ერთი თხოვნა მექნება ყველასთან - ჩემი ფოტოიანი ან ჩემი სახელ-გვარიანი ბანერებით ნუ გამოხვალთ/დადგებით აქციებზე. 

დიდი მადლობა, მაგრამ არც მომწონს და არც სწორი მგონია. 
იმ ხალხს გთხოვთ, ვინც არ მიცნობთ, რადგან ნაცნობი ისედაც არ გააკეთებს ამას. მადლობა კიდევ ერთხელ. 


P.P.S მე არ მჯერა არავისი, ვინც მუდმივად საკუთარი პარტიის ნომრით მკერდზე და პარტიული ბანერის წინ მელაპარაკება ერთობაზე. 


პარტიაზე მუშაობა, პარტიული სიმბოლიკის PR-ზე ზრუნვა და პარტიულ ყულაბაში ქულების გროვება ავტომატურად გამორიცხავს ერთიან ინტერესზე ზრუნვას ამ რეალობაში. სიყალბით ვერ მოვიგებთ.”
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 04.07.2025 - ნათქვამია "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ წერილში.