"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ  პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა. 

"ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე. 
სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება. 
დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა." - წერს ჯაფარიძე და იქვე განმარტებას აკეთებს. 

"პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება ავტომატურად ეხება, რადგან სასჯელი თითქმის მოიხადა.უფლებით სარგებლობა გულისხმობს განცხადებით მიმართვას, განიხილონ ზურაბ ჯაფარიძის საქმე, და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება იწყება პირის განცხადების საფუძველზე.(ანუ, ეგ რომ მოეთხოვა, მაგის უფლება ჰქონდა)განცხადება განიხილება შესაბამისი კომისიის მიერ, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დაქვემდებარებაშია.სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, არ მიემართა განცხადებით, სოციალთან თანამშრომლობაზეც კი უარი თქვა, ხელს არაფერზე მოგიწერთო.(შედეგად პირობითი მსჯავრი მაინც ექნებოდა)ზოგადად, ასევე შეეძლო შეწყალება მოეთხოვა პრეზიდენტისგან, მაგრამ ამის გამო, ყაველაშვილს განცხადებით არ მიმართავდა. " - წერს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი.