პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სასურსათო პროდუქტებზე არსებულ მაღალ ფასებზე პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვას და ინიციატივას, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესს საჯაროდ შეისწავლის სოციალური ქსელით ეხმიანება.
დეპუტატი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს.
„ბრავო! პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე! როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტერული გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს! ეს ნიშნავს მომხმარებლის დაცვას, ჯანსაღ კონკურენციას და პასუხისმგებლიან ბაზარს. ძლიერი სახელმწიფო სწორედ იქ ჩანს, სადაც უსამართლო სპეკულაციას აჩერებს და ხალხის ინტერესს იცავს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, რისი ხარჯებიც პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ - ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია




