კახა კალაძე: არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში

1574066109
“ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად – უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე – რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა – ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას.
ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთმენი. თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება.
ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე მოვლენებისადმი ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული პოზიცია. საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ცივილიზებული თამაშის წესები კი, რა თქმა უნდა, ყველასგან კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს.
არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას.
არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით.
ამიტომ, მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ.