GE EN

მთავრობა

ლაშა ბექაური: მიყვარხართ ჩემო ქართველებო!! თქვენთვის მოვკვდები!!!

"ღმერთს ყოველთვის მადლობას ვეუბნები, რომ ქართველად დავიბადე' - ამ სიტყვებით მიმართავს გულშემატკივარს ქართველი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.

1751169994

ომალო, დართლო, შენაქო, დოჭუ და გომიწრის ხეობა - თუშეთში 90 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მოინიშნა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა.  ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დართლო, შენაქო, დოჭუ და გომიწრის ხეობა.  აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

1751116024

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

აქციების სერია “სილქფესტი” გრძელდება. 28-29 ივნისს, კოდით *202#, აპლიკაციით  Mysilknet, ან პირდაპირ საიტიდან, აბონენტები 30 დღით გაიაქტიურებენ შემდეგ პაკეტებს:

1751115041

ჩიან გრაიში ძლიერმა წყალდიდობამ 4 405-ზე მეტი ოჯახი დააზარალა

ტაილანდი ერთ-ერთ პროვინციაში, ჩიანგრაიში ძლიერმა წყალდიდობამ 4 405-ზე მეტი ოჯახი დააზარალადააზიანა გზები, ჯანდაცვის ცენტრები და დატბორა დაახლოებით 500 რაი ბრინჯის ყანები. 

1751114408

ირაკლი ფავლენიშვილი: უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზ , სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში

„ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი აღქმული უნდა იქნას, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და  მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში.“ - განაცხადა„ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

1751109053

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდი გაიმართა

ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხების სამუშაო ჯგუფში საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.

1751108592

ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან

ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. 

1751108383

ალექსანდრე წულაძე მარჯანიშვილის თეატრში მოსწავლეების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო

მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის ინტეგრირებული თეატრალური დასის სპექტაკლი „ემიგრანტი დედა“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე დაესწრო.

1751105653

მიხეილ სარჯველაძემ რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა

ბათუმში, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად გახსნა.

1751104706

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმში მიმდინარე  სამედიცინო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

1751104514

ზვიად ძიძიგური: მე გიორგი გახარიას ადგილას საქართველოში არ ჩამოვიდოდი, თავისუფლებაში მყოფმა გახარიამ შეიძლება მეტი გააკეთოს ვიდრე პატიმრობაში მყოფმა - პატიმრები არ გვაკლია

"გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური ექსპრემიერი გიორგი გახარიას საქართველოში არ დაბრუნებას ურჩევს. 

1751104286

"თბილისი პიანო ფესტის" ფარგლებში პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის სოლო კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში “თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის სოლო კონცერტი გაიმართა.

1751099631

ქართული ღვინის წარდგენა პრესტიჟულ ამერიკულ ღონისძიებაზე "James Beard Foundation" გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში პრესტიჟულ ღონისძიებაზე „James Beard Foundation“ იყო წარმოდგენილი.

1751099172

სოლომონ პავლიაშვილი სეულში, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სეულში, კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან იუნ იან მისთან (Youn Young Mi) შეხვედრა გამართა.კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაცია უმსხვილესი ორგანიზაციაა ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს 8000 იმპორტიორ კომპანიას.

1751098059

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გალფის ქვეყნებში ციფრული კამპანია Explore Georgia: Where Nature Speaks to the Soul დაიწყო

ახალი ციფრული კამპანია, რომლის ძირითადი საკომუნიკაციო არხებია FACEBOOK და INSTAGRAM, მიზნად ისახავს საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას გალფის ქვეყნებში.

1751097885

კახა კაკაბაძე: ხორბლის მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მეხორბლე ფერმერებსა დაწისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხორბლის მოსავლის აღების ეფექტიან ორგანიზებაზე, მოსავლის დროულად და უსაფრთხოდ დაბინავების პროცესზე, ასევე რეალიზაციისმექანიზმების გაუმჯობესებასა და ტექნიკური რესურსების დროული მობილიზების აუცილებლობაზე.

1751097660

დავით კვინიკაძე შიდა ქართლში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტებს გაეცნო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, დავით კვინიკაძე სამუშაო ვიზიტით შიდა ქართლის რეგიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტების მერებთან.

1751096644

რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა

რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ- დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

1751095974

ინფრასტრუქტურის მინისტრი გზების საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან - ვახუშტი ბაგრატიონთან და ილია ბეგიაშვილთან, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, გზების საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

1751048811

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ   პარლამენტის წინ, მედიასთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ შიმშილობა დაიწყო. 

1751047860

სოზარ სუბარი პრემიერს: მესმის, რომ წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის გზა და ლენტეხი-მესტიის გვირაბის პროექტები ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის და საუკუნეების განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა.სოზარ სუბარმა ისაუბრა მაგისტრალური  პროექტების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია საკმაოდ დიდი რეგიონის განვითარებისთვის. 

1751038343

პრემიერი: რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია

რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

1751034916

პრემიერი: იმისათვის, რომ მეტად განვითარდეს და ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად გამაგრდეს მაღალმთიან რეგიონებში, ვეცდებით ახალი ინიციატივების შემუშავებას

ძალიან მასშტაბური ინიციატივები განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით და მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

1751034731

"2 პირი განზრახ მკვლელობის მიზნით, თავს დაესხა კაბალის ბაზრის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს" - პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

1751034287

დიმიტრი ხუნდაძე: პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შეუდარებლად პრინციპული იყო - საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის უთმობდა

„მე იმ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც გაუკვალავზე სიარული მოუწია. ეს რთული გზა იყო, მაგრამ უალტერნატივო! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა უბედურებას ვერ აიცილებდა, არადა ამ ქვეყნის უბედურებას ბევრი ელოდა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით - რომ მორჩილად ექციათ საქართველო, ცალ ფეხზე დაეყენებინათ და გარედან მოსული ნებისმიერი დაკვეთა შიგნით შემსრულებლებს ყოველგვარი წინააღმდეგობის  გარეშე შეესრულებინათ. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ავიცილეთ და ამ გზაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო შეუდარებლად პრინციპული. ის საქართველოს სახელმწიფო  ინტერესებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის  უთმობდა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი  ხუნდაძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ.

1751034114