„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე, საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით არის შექმნილი.

კანონპროექტი დეპუტატებს თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გააცნო, რომელმაც აღნიშნა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ, კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა.