და ბოლო, მეცამეტე დეზინფორმაცია. თარსი რაოდენობა აქვთ დეზინფორმაციების და ამიტომაც არის ალბათ, რომ ვერ გაიტანეს ბოლომდე, არის პარლამენტის შეკრება, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლის მხრიდან და აქ მინდა მე ხაზი გავუსვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საარჩევნო მიზანი და ეს დაადასტურა სასამართლომაც, ვხედავთ მათ ჩართულობას პოლიტიკური მიზნით ამ პროცესში და ახლა, როგორც ჩანს ისინი ცდილობენ საბოტაჟი წაახალისონ საქართველოს პარლამენტის. და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განცხადება.

"ხაზს ვუსვამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის უცხოეთიდან დაფინანსებული, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი არის შვედეთის სახელმწიფო, ასე რომ, ამ დეზინფორმაციას ან უარყოფს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ან უარყოს მისმა დონორმა, ვინაიდან ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ გვეუბნებიან ხოლმე შემდეგ მაღალი კათედრიდან დეზინფორმაციის დაუშვებლობის შესახებ, რომ შვედეთის მთავრობის დაფინანსებით დღეს ორგანიზაცია ავრცელებს ანტიდემოკრატიულ დეზინფორმაციას, ამიტომ, ან უარყოს თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, რომ მათ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და უარყონ დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. კერძოდ, საქმე ეხება შემდეგ საკითხს. იცით, რომ შემაჯამებელ ოქმს ველოდებით.

მას შემდეგ, რაც იქნება შემაჯამებელი ოქმი, უკიდურესი ვადა არის 21 ნოემბერი, თუმცა დამოკიდებულია პროცესებზე, რომელიც მიდის, გასაჩივრების და ასე შემდეგ. ამის შემდეგ,  საქართველოს კონსტიტუციით არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, ერთი. მეორე, პარლამენტის შესაკრებად სხდომას იწვევს პრეზიდენტი და ეს ორი პუნქტი არის აქ მნიშვნელოვანი. კერძოდ ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა შეიკრიბოს.

პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური ხასიათის, მას შეუძლია ამ ათი დღის ფარგლებში განსაზღვროს მეორე დღე იყოს, მესამე, მეოთხე, მეშვიდე, მერვე დღე იყოს, თუ რომელი დღე იყოს შეკრებისა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი წავა საბოტაჟზე და არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტი არის ვალდებული, რომ შეიკრიბოს. სხვანაირი განმარტება ამის უბრალოდ არ არსებობს. ის, ვინც სხვანაირ განმარტებას აკეთებს ან უვიცია, ან მავნებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სავარაუდოდ უფრო მავნებელია, თუმცა შეიძლება უვიციც იყოს ამასაც არ გამოვრიცხავ, ამიტომ, მნიშვნელოვანი არის, რომ მათვე უარყონ ეს დეზინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თან რაც მთავარია, ეს კინოც ნანახი გვაქვს 2020 წელს და მაშინაც ყველაფერს გაეცა პასუხი. კიდევ ერთხელ, მას შემდეგ, რაც შემაჯამებელი ოქმი გამოქვეყნდება, მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალბატონი სალომე, რომელიც ვხედავთ, რომ არის არჩევნების საბოტაჟის გზაზე, არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი შეიკრიბება, საჭიროა, რომ მინიმუმ 76 დეპუტატი ესწრებოდეს სხდომას და იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციაც არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი, შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას, რითაც პარლამენტი შედგება.  ეს ჩანაწერი 2/3-თან დაკავშირებით ზუსტად ამას ეხება, რომ 100 დეპუტატზე მეტის უფლებამოსილება უნდა იქნეს ცნობილი.

ეს იყო ის ცამეტი დეზინფორმაცია, რომლითაც ძირითადად დატვირთული იყო ჩვენი საარჩევნო პერიოდი, ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდეგ. ეს იყო ტიპური საინფორმაციო თავდასხმა საქართველოზე, ჰიბრიდული ომის მეთოდები გამოყენებული ქართული არჩევნების წინააღმდეგ, რომლის უკანაც დგას არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიცია, არამედ ის ჯგუფები, რომლის განცხადებებსაც ვისმენთ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.