ევროკომისიამ ყოველწლიურ ანგარიში წარმოადგინა, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება და მმართველის გუნდის მიერ 2022 წლის ივნისიდან საქართველოში გატარებული რეფორმა იყო შეფასებულია. 

2023 წლის 8 ნოემბერი -  ისტორიული დღე! - ევროკომისიის შეფასებით  ქართველმა ხალხმა და  "ქართული ოცნების" გუნდა საშინაო დავალება შეასრულა, რის გამო, საქართველომ ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპარლამენტი 12 დეკემბერს მიიღებს. 

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც, ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებს.

ცნობისთვის, 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად სწორედ 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა.