ვახუშტი, ეგებ ამ მორალური პედესტალიდან ჩამოხვიდეთ და ხალხს, ვინც 13 წელია ბრძოლაშია და რეპრესიების მსხვერპლია, რომლის არსებობაც ზოგმა გვიან და ზოგმა ძალიან გვიან აღმოაჩინეთ, პატივი სცე. - ასე მიმართავს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ლიდერს, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს.
"აქ ამომრჩეველზე და მხარდამჭერზეა ლაპარაკი და არა მიშაზე და იმაზე, კარგი იყო თუ არა 2003-2012, იმ პერიოდის კრიტიკაშიც დაგეთანხმები კი არა შეიძლება გაჯობო კიდეც, როგორც იმაზე რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ აღიარა რამდნეიმე მძიმე დანაშაული და შეცდომა და ამიტომაც მოხდა მისი მარგინალიზაცია.
მიშას ბანერით სირბილი რომ მომწონდეს და სწორი მეგონოს, ოდესმე ვიშოვიდი სადმე.
ოღონდ ამომრჩეველთან და მხადამჭერთან ასე მოქცევის და შემდეგ ბოდიშის ნაცვლად ამ ტონში "გაპრავების" უფლებას ტყუილად აძლევთ თავს.
არჩევნებამდე უნდა მივიდეთ და მერე ყველამ თავისი ადგილი უნდა დაიკავოს - იქ გამოჩნდება კრებსითად რამდენუ ადამიანის სახელით შეგეძლებათ ლაპარაკი და ხალხს რა უნდა." - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელ "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, ვახუშტი მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა: ნაცმოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული - ნაცები კი დღეს მხოლოდ ტექნიკურად არიან სიმართლის მხარეს, ასე აწყობთ. მათ ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ