ვახ, კაცოოო, კიდევ რომ არ ჩერდება, ეს ერთი მუჭა, 5-10 კაციანი ენჯეო შპანა და მეც,  რომ არ მასვენებს გამჩენი))) ახლა კარგად მომისმინეთ!  თქვენ , მართლა ხომ არ გგონიათ, რახან გრანტებს იღებთ, რამეს წარმოადგენთ?! უფლებადამცველები ვართო, თან რომ ხმის ჩახლეჩამდე ჩხავიხართ და თან, რომ ამართლებთ ბანერებსა  და მათ დამჭერებზე  მოძალადეებს, თქვე არასწორებო?! - ამის შესახებ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი ( 2004 -2008) "ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები"-დან მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"მართლა ფიქრობთ, რომ პროტესტანტების უმრავლესობას გულზე ეხატება "ლგბტ" დროშებს , რომ გვიფრიალებთ ცხვირწინ და 9 აპრილის მემორიალზე აჩაჩხულები ბუქნაობთ? ! 

მაგრამ , სადმე, რომელიმე პროევროპელისგან გინახავთ,  ხელიდან წაგვეგლიჯოს და თავზე გადაგვეხიოს ან მემორიალიდან ჩამოგვეგდოს მობუქნავე, "ლგბტ" უფლებადამცველი კი არა და, არასოდეს რომ არ დაიჭერს არც ჩემი ქმარი და არც მე, მაგ დროშას,  როცა ორკები ჩასაქოლად გამოეკიდნენ ლგბტ პირებსა და მათ დამცველებს,  შუა ქუჩაში გააჩერა მანქანა, გადაუხტა და  ორი ორკი ისე დათეთქვა, ხელიდან ძლივს გამოვგლიჯე ცალკე ორკები და ცალკე პოლიციელს, რომ არ წაეყვანა და ბოლო - ბოლო ან მოკეტეთ, ან მაგ 5-10 კაცს მიგიჩენთ, თქვენს ადგილებს იქ, საიდანაც იმართებით და ყველა ჯერზე ხელს  უშლიდით და უშლით საერთო ბრძოლას, შეწყვიტეთ მანამ, სანამ შეგაწყვეტინებთ!

პ.ს. თქვენ,  ნაცებს რომ გეძახიან, ის გიტყდებათ და აბა , ჩვენ გვკითხეთ ერთი, ძალიან გვსიამოვნებს , " ლგბტ"-ს  ძახილი?!" - წერს ყოფილი პარლამენტარი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, ვახუშტი მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა: ნაცმოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული - ნაცები კი დღეს მხოლოდ ტექნიკურად არიან სიმართლის მხარეს, ასე აწყობთ. მათ ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ

რასაც "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელია უპასუხა - ვახუშტი, იქნებ ამ მორალური პედესტალიდან ჩამოხვიდე და ხალხს, ვინც 13 წელია ბრძოლაშია, პატივი სცე