დღეს, ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ რაჟდენ კუპრაშვილის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


შეგახსენებთ,
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ანტიკორუფციული ბიუროსთან სასამართლო დავა წააგო. - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": ჩვენი სახელით არჩევნებს ვერ დავაკვირდებით, ვაგრძელებთ ინდივიდუალურ ბრძოლას ხმების დაცვისთვის

ცნობისთვის, 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ  "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "აირჩიე ევროპა" და მათი ხელმძღვანელები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ - მათზე შეზღუდვები გავრცელდება