საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა

იგი 1994-1996წწ. მუშაობდა ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურებში; 1996-2000წწ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (2000); 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; 2004-2007წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი; 2007-2009წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული; 2009 წლის 4 მარტიდან - 1 მაისამდე, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული; 2009-2010წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2011); 2011-2012წწ. საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი); 

2012-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; 2013-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში; 2016 წლის 15 ივლისიდან - 2018 წლის 21 ივლისამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე; 

2018 წლის 29 აგვისტოდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 

2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.