"საერთოდ გაუგებარია ის ყველაფერი, რაც ატეხა ამ სამარცხვინო ადამიანმა - იუსტიციის მინისტრმა. ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში, ეს რა პრობლემაა, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მათ შეეძლოთ ნებისმიერ რამ, რაც არის დაკავშირებული პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, გაეტანათ." - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით განაცხადა. 

" რას ჩაიდებს წინდაში, რას გაიტანს და გამოიტანს, ეს არაფერი კანონდარღვევა არ არის და ამისთვის გამოვარდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანს რაღაც წინდაში ჩადებული, არის უბრალოდ სამარცხვინო ამბავი და რაღაც პროვოკაციაზე საუბრობს, რა არის აქ პროვოკაციული? რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა? რისი პროვოცირების გამო აკეთებდა ამას? თვითონ ამბობენ, რომ რაღაცის ნიმუშიაო და იქნებ არ არის ნიმუში, ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა? ვინმემ რამე გამოიკვლია? რა იყო? რატომ ედო? რა ქაღალდი ედო ამ ადამიანს წინდაში? იქნებ რამე მისი პარადი ნივთია, ვინმემ ეს გამოიძია? შეისწავლა? რომ გამოვარდები იუსტიციის მინისტრი და საზოგადოებას ეუბნები სისულელეს, ამ ადამიანს არაფერი არ დაურღვევია, არანაირი კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, რატომ დასჭირდა ჰკითხონ და უპასუხებენ, მე არ ვიცი ცხადია. წინასწარ მოწოდებულ დასკვნებზე რომ რეაგირებთ და ეს ადამიანი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჰქვია, გამოხტება და ყველანაირი შესწავლის გარეშე გამოხტება და ამას ლაპარაკობს. არც პროცედურა დაურღვევია ამ ადამიანს, არც კანონი და საერთოდ არაფერი არ დაურღვევია.

სჯობს იმაზე ისაუბრონ, თვეების განმავლობაში პოლონელ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებს რომ აიძულებდნენ, რომ საქართველოში დროებითი სამუშაოს ნებართვა აეღოთ, გეგონებათ არაკვალიფიცირებული ექიმები იყვნენ. ეს მათი პრობლემაა, რომ ამ ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნიდნენ. როდესაც ადამიანი უმაღლესი კვალიფიკაციის არის ევროკავშირში, სადაც ჩვენ უნდა შევიდეთ, საქართველოში მას კვალიფიკაციას უწუნებს ვინმე? ოთხი თვე აწვალეს ეს ადამიანები სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების გამო, რომ შეუშვებენ თუ არა.

ოფიციალურ დონეზე უთხრეს, რომ შეუშვებდნენ და შემდეგ რაღაც ბარიერებს უქმნიდნენ, სჯობს ამაზე ისაუბრონ და არა იმაზე, რომ თითქოს ამ ადამიანმა რამე დააშავა, თითქოს ამ ადამიანმა რამე პრობლემა შექმნა, მათ რაც უნდოდათ გააკეთეს პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით - გააკეთეს, ნიმუშებიც აიღეს და ა.შ. თუ კი ეს ადამიანი დავუშვათ და რამეს მალავდა, ეს კიდევ უფრო საგანგაშო არის, მაშინ ამ ადამიანებს არ აქვთ ნდობა ამ ხელისუფლების და რაღაცის ფარულად გამოტანა მაინც გადაწყვიტა, რადგან ეს არის რეჟიმი, რომელიც იმართება რუსი ოლიგარქის მიერ, ეს არის იგივე პუტინის რეჟიმის გაგრძელება და ე.ი მის მიმართ არ აქვთ ნდობა. ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან - თუ კი ვიღაცამ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რამე ჩუმად გამოიტანა, მით უმეტეს, როცა მათ შეეძლოთ ოფიციალურად გამოეტანათ ნებართვით და არც არავინ არ იცის რა ფურცელს წარმოადგენს.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, პენიტენციური სამსახურმა გაავრცელა განცხადება და ვიდეო კადრები, სადაც ნათქვამია: მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით