გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მეხი ჩამოვარდა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას, დაახლოებით 6:00- ზე მოხდა. მეხი სოფლის ცენტრში ნაძვს დაეცა, რის გამოც დროებით გადაიკეტა თელავი-გურჯაანის ცენტრალური საავტომობილო გზა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა ახლოს მდებარე მაღაზიის მინები და სათამაშო აპარატები.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.




