"თუკი ეს კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) დარჩება ისე, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში EU-ს სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძირის გამოთხრა, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ" - ამის შესახებ  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენმა ქართულ მედიასთან განაცხადა.  

"რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება შეზღუდვები, პირველ რიგში, ეს შეზღუდვები იქნება ფინანსური, მეორე შემთხვევაში ეს შეზღუდვები შეეხება მგზავრობასაც, კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე" -  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინაღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.

ჯიმ ო’ბრაიენი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.  

მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა - გამოთქვა მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს