საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.

26 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

22 ივნისს, ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე", ევრო 2024-ის F ჯგუფის მე-2 ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე F ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები იყო. შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი მიქაუტაძის მიერ თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ, ჩეხებმა 59-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

შეხვედრის ბოლო წამებზე საბა ლობჟანიძემ აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველო შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი - სოლომონ კვირკველია (82' გიორგი გველესიანი), გურამ კაშია, ლაშა დვალი  - ოთარ კაკაბაძე, ზურიკო დავითაშვილი (62' გიორგი ჩაკვეტაძე), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი (62' ლუკა ლოჩოშვილი) -  გიორგი მიქაუტაძე (88' გიორგი ქვილითაია), ხვიჩა კვარაცხელია (83' საბა ლობჟანიძე)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00   -  საქართველო თურქეთთან შეხვედრაში 1:3 დამარცხდა


22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00
   -   საქართველომ ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა


26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00