თბილისის საქალაქო სასამართლომ "პუბლიკის" თანადამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დაჯარიმდა.
ქალს (მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს) თვალით კონტაქტიც არ ჰქონია, გულამოგდებული შემოქანდა, ზუსტად ერთ წუთში ჩაარაკრაკა რომ ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად და დაეკისროს ჯარიმაო და წამითაც არ გამოუხედავს, გავარდა ისევ ქოშინით კი, კი, სწორი რეაქციები ჰქონდა, საშიში რამე აკისრებინეს, ღმერთმა დალოცოს ამერიკა - წერს ზურაბ ვარდიაშვილი.
ზურა ვარდიაშვილი და "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი, 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შსს ორივე მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
სასამართლო ბექა ჯიქურაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
ფოტო publika.ge