საქართველო პრემიერმინისტირის ირაკლი კობახიძის თქმით, ეროვნული ნაკრები წევრები, რომლებმაც  საქართველოს 26 მარტის მატჩზე გამარჯვება მოუტანეს, ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი.

"დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად, მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. პატარა გადაწყვეტილება მინდა, გაგაცნოთ, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველა ღირსეული ხალხი არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად პატარა გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენი ბიჭები იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე.

დიდი სიყვარული მინდა, გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ“, – განაცხადა კობახიძემ. " - განაცხადა პრემიერი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების წევრები გულშემატკივრებს ხვდებიან.