პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. 

"ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეს დაზარალებულის სტატუსი მისცეს და ამის შესახებ შესაბამისი დადგენილების გამოცემის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა შეატყობინა.  

"ერეკლე ბენაშვილი,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი პარტიის თავმჯდომარეს 23 დღის შემდეგ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ პროკურორმა  მის მიმართ გამოიტანა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე." 

ცნობისთვის, 2024 წლის 30 აპრილს  საპროტესტო აქცია  ლევან ხაბეიშვილმა სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიიღო და სამედიცინო დაწესებულებში მოათავსეს. 

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ. 

შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ  ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება