საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (გურჯაანის მაჟორიტარი)  საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2001-2003 წლებში) როლანდ გილიგაშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

როლანდ გილიგაშვილი 1978-1983 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყოფილების პროკურორად.

1983-1986 წლებში იყო თბილისის კალინინის რაიონის პროკურორი.

1986-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

1987-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1999 -2001 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (გურჯაანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა.

2001-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.