65 წლის ასაკში, სპორტსმენი, კინორეჟისორი, მსახიობი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. 

გარდაცვალების ფაქტი, "აიპრესს "ანადოლუს" კლინიკაში დაუდასტურეს. 

სოსო ჯაჭვლიანი, წუხელ, გვიან ღამით, კლინიკაში გარდაიცვალა.

ცნობისთვის  სოსო ჯაჭვლიანი იყო, კსინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება"