"ხვალ ვნახავთ, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ინტერესების დაცვით იმოქმედებს თუ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით წავა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებას - ვეცდებით სასამართლო ამაში დავარწმუნოთ"- "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია

"თუ სასამართლო სრულად არ შეაჩერებს "რუსული კანონის" მოქმედებას, ეს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური და არ იქნება კანონის სრულად შეჩერების მომტანი, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.

 ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის ამოქმედებას და ვეცდებით მივაღებინოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილება. რადგან კანონის სანქციების ნაწილი 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, გონივრული იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 1 სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია.