ეს დაავადება დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან, ხრტილის გაძვალების დარღვევის გამო. სხვა ზეგავლენა, გონებრივ-ინტელექტუალური ან ცხოვრების ხანგრძლივობაზე მას არ გააჩნია“-აღნიშნულის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. 

ივანე ჩხაიძემ,  საქართველოში აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მულტიპროფილური ჯგუფის მუშაობა მნიშვნელოვანია. 

„ეს დაავადება დაკავშირებულია სიმაღლეში ზრდის შემცირებასთან, ხრტილის გაძვალების დარღვევის გამო. სხვა ზეგავლენა, გონებრივ-ინტელექტუალური ან ცხოვრების ხანგრძლივობაზე მას არ გააჩნია. ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.მათ პრობლემას წარმოადგენს სიმაღლეში ზრდა. საშუალოს მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 131 სმ-ია, ქალებში კი 123 სმ-ია.ეს საშუალო სიმაღლეა. 


რაც შეეხება გართულებებს-გართულებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ჩართვასთან ამ პროცესში. ყველაზე ხშირ გართულებად განიხილება შუაყურის ანთების მორეციდო ეპიზოდები და ერთ-ერთი გართულება , რომელიც ამ პაციენტებში შეიძლება დაფიქსირდეს არის ხერხემლის დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდეს. 


საქართველოში ამ დაავადების მართვის პროტოკოლი ამ დრომდე არ არსებობდა . რამდენიმე კვირის წინ კი შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი, სადაც გაერთიანებულია საქართველოში საუკეთესო გენეტიკოსები, ენდოკრინოლოგები, პედიატრები და ტრავმატოლოგები. მულტიპროფილური ჯგუფი მუშაობს პროტოკოლის შექმნაზე და ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ მშობლებიც. ეს პროცესი ძალიან გამჭვირვალე და დინამიურია. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ამ პრეპარატის შემოსვლას უნდა დახვდეს პროტოკოლი, რადგანაც ეს პრეპარატი ყოველდღიურ ინექციების სახით უნდა გაკეთდეს.

ამას ხშირად ახლავს წნევის დავარდნა. ამ პრეპარატის გაკეთებას თავისი წესები აქვს. ამ ფონზე, კი ეროვნული პროტოკოლის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროცესი არ გაიწელება და უახლოეს მომავალში გვექნება ეროვნული პროტოკოლი. 

არ არსებობს დღეს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდეს ერთიანი მიდგომა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მართვასთან დაკავშირებით. აშშ-ში ეროვნული მიდგომა გულისხმობს ზრდის ჰორმონის გამოყენებას, სხვა ჩარევებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩარევაა კიდურების დაგრძელების ქირურგიული ოპერაციების . სხვა ქვეყნებს სხვა ტაქტიკა აქვს. ჯგუფის შექმნის მიზანიც ესაა, რომ გათვალისწინებული იყოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და მივიღოთ ის პროტოკოლი, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას და კვლევებს ეფუძნება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.