დღის სიახლეები

პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ სტადიონზე „არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ფრანგულმა კლუბმა ინგლისურ კლუბს ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალური საგზური მოიპოვა.
მთავრობა1746653196
მთავრობა

დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისპარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
1747043810

1747043546
პარლამენტი
პრემიერი

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
1696682177

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
1696502833
სოცმედია

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულ
1746770387
სხვა სიახლეები

"თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპრიორი „რუსული“ იყო თუ „ჩინური“, მისი მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, რატომ დაგვახოცვინეთ ამერიკული გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო ჩვენი შვილები, ძმები და მამები?"- ეს ის შეკითხვაა, რომელიც „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მისამართით დასვა.
1747038791

სალომე სამადაშვილს არ დავეთანხმები და შევუსწორებ, რომ 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა. იგივე ხდება 2024 წელზეც, არც ხალხს სჯერა და არც ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე "ლელოს" წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ევროკავშირის განწყობაა, რომ არჩევნები გაყალბდა.
1747037511

„ევროპარლამენტში ერთ ჯგუფს ინიციატივა აქვთ, რომ არაფორმალური გავლენების გამოძიება მოხდესო - ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და ყოველთვის არსებობდა, თვალებს ხუჭავდნენ. - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში განაცხადა, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
1747037136

„თუკი ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეჩერებული, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ივანიშვილის რეჟიმს, უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები უნდა იყოს დაცული." - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.
1747036661