GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

შალვა პაპუაშვილი: ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება

დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისპარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

1747043810

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

9 მაისი - დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულ

1746770387

სხვა სიახლეები

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი არა MEGOBARI-ს, არამედ ფარისევლობის აქტის სახელით შევა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიაში − რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ის კანონის სახეს მიიღებს

"თუკი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპრიორი „რუსული“ იყო თუ „ჩინური“, მისი მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, რატომ დაგვახოცვინეთ ამერიკული გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო ჩვენი შვილები, ძმები და მამები?"- ეს ის შეკითხვაა, რომელიც „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მისამართით დასვა.

1747038791

ნიკოლოზ სამხარაძე: ვერცერთ გაცხადებას ვერ მოიყვანენ, სადაც ევროკავშირს ნათქვამი აქვს, რომ არჩევნები გაყალბდა - თავიანთ ამომრჩეველს უნდა აუხსნან, პარლამენტში რატომ არ შემოდიან და რა უნდათ

სალომე სამადაშვილს არ დავეთანხმები და შევუსწორებ, რომ 2020 წელს არც ხალხს და არც ევროკავშირს არ სჯეროდა, რომ არჩევნები გაყალბდა. იგივე ხდება 2024 წელზეც, არც ხალხს სჯერა და არც ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე "ლელოს" წარმომადგენლის სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდისგან განსხვავებით, დღეს ევროკავშირის განწყობაა, რომ არჩევნები გაყალბდა. 

1747037511

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტში ერთი ჯგუფის ინიციატივაა, არაფორმალური გავლენების გამოძიება მოხდესო, ეს პრობლემა ყოველთვის იდგა - ჩვენ გავბედეთ და ერთ-ერთი პირველი ვიყავით მსოფლიოში, ვინც ამაზე ხმა ამოვიღეთ

„ევროპარლამენტში ერთ ჯგუფს ინიციატივა აქვთ, რომ არაფორმალური გავლენების გამოძიება მოხდესო - ეს პრობლემა ყოველთვის იდგა და ყოველთვის არსებობდა, თვალებს ხუჭავდნენ. - ამის შესახებ  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში განაცხადა, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

1747037136

ლევან სანიკიძე: არავის არ აქვს ამ ქვეყანაში უფლება შეზღუდოს ან ცენზურა დაუწესოს დემონსტრანტს, როდესაც აქციაზე, მიტანილი აქვს მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი

„თუკი ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეჩერებული, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ივანიშვილის რეჟიმს, უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები უნდა იყოს დაცული."  - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.

1747036661