GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

ლევან მახაშვილი: პოლიტიკაში ფულის არალეგალური ტრიალი პრობლემაა და რაც მალე გაუსწორებენ თვალს ამ პრობლემას ევროკავშირი და მისი წევრები, მით უკეთესი იქნება ევროკავშირისთვის

როგორც იტყვიან, პრობლემამ თავისი თავი მალა, მაგრამ ვერ დამალა. პრობლემის იგნორირება არ არის გამოსავალი, აუცილებელია ამ პრობლემას ყველამ თვალი გაუსწოროს და სერიოზულად იზრუნოს ამ თემაზე. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს მასშტაბით. -  ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. 

1747038853

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

9 მაისი - დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულ

1746770387

სხვა სიახლეები

12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა - მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!

მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო  დღე, გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის 2025 წლის  თემაა: ჯანსაღი მცენარე - ერთიანი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლი. 

1747034878

აჭარაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს.

1747033739

ავთანდილ კუნჭულია: იმისთვის, რომ ოპოზიციური ველი გაჯანსაღდეს და ნამდვილმა ოპოზიციამ შეძლოს ასპარეზის დაკავება, "ნაციონალური მოძრაობა", მთელი თავისი სატელიტებით, უნდა აიკრძალოს

ხვალ, მესამე მოსმენით, კენჭი ეყრება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც, მმართველი გუნდის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" "მემკვიდრე პარტიებს" არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს. 

1747032259

ელისეის სასახლე ამერიკელ რადიოწამყვანს პასუხობს: დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ, მატარებელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს ამერიკელი რადიოწამყვანი.

1747032036