აღნიშნულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, დღეს „ექვთიმეობა“ აღინიშნა.
ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა ლანა ქავთარაძემ და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ბანძელაძემ, წმინდა ექვთიმე ღვთის კაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მამა გიორგი კობალავამ, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობლებთან ერთად, წმინდანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღავლინა.