ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის ახლად არჩეული მერი დავით კოდუა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. 

ახალი გზა 1,6 კილომეტრზე იგება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება.