ჯანმრთელობის ცენტრი  "მედინა" სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ ნანა ურუშაძე 59 წლის ასაკში დედა გახდა. 

💖 სასწაულები მაშინ ხდება, როცა იმედი არ ქრება...

19 წლიანი ლოდინის შემდეგ, ნანა ურუშაძე 59 წლის ასაკში დედა გახდა. 
ხომერიკების ოჯახში ყველაზე დიდი ოცნება ახდა - ნანა და გენადი პატარა ნინის მშობლები გახდნენ 💕
ქალბატონი ნანა რეპროდუქტოლოგის მიერ დროულად იქნა გადმომისამართებული ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, სადაც ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ორსულობას მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - ჯუმბერ უნგიაძე და მეან-გინეკოლოგი ხათუნა სამნიძე მართავდა.

საკეისრო კვეთა შესრულდა გესტაციის 34-ე კვირას.

პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმისა და უწყვეტი ზრუნვის შედეგად, დედა და ახალშობილი კლინიკიდან სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერნენ.

ვულოცავთ ნანასა და გენადის ამ უდიდეს ბედნიერებას! 🌸- წერს "მედინა"