ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი 900 მოსწავლეზე გათვლილი ახალციხის №2 საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის.
ხელშეკრულება ითვალისწინებს სკოლის შენობის მდგომარეობის შეფასებას და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მისი რეაბილიტაციის დეტალური გეგმის მომზადებას.
დაგეგმილია ახალციხის №2 საჯარო სკოლის შენობის პროექტირება, განახლება და რეკონსტრუქცია, საჭიროების შემთხვევაში კი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საკლასო და ადმინისტრაციული ოთახების აღდგენა, უსაფრთხოების, გათბობის, ვენტილაციის და წყალმომერაგების სისტემების განახლება, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
ახალციხის №2 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.




